•  ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიი

გემბანის რიგითი მეზღვაური 
სარეგისტრაციო ნომერი:  10406-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია  საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში / Basic Vocational Qualification in Ship Deck Operation.

აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს - ტრანსპორტის მომსახურებები - კოდი 1041. აღმწერი - „შეისწავლის გემის, მატარებლის, ავტომობილის, საჰაერო ხომალდების და სხვა ფორმის ტრანსპორტის ფუნქციონირებას, ნავიგაციასა და მართვას

მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია, უზრუნველყოს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფერო კონკურენტუნარიანი კადრებით, კერძოდ, უზრუნველყოს  გემბანის რიგითი მეზღვაურის  მომზადება.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:

  • საბაზო განათლება
  • „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ მოთხოვნები („საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  2014 წლის 26 თებერვლის №01  ბრძანება);

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები 

გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიეცემა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი -პროფესიული დიპლომი და პრაქტიკის გავლის შესახებ ცნობები.   შემდგომ მან  უნდა გაიაროს სერტიფიცირება  საჭირო სერტიფიკატების ასაღებად. მიღებული  დოკუმენტების საფუძველზე აბარებს გამოცდას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამუშაო დიპლომის მისაღებად. 
საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის  მქონე პირი,  „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მეზღვაურის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და აღიარებული ნაოსნობის სტაჟის არსებობის საფუძველზე, სამუშაო ლიცენზიის (კვალიფიკაციის სერტიფიკატის) მიღების შემდეგ შეუძლია დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის, თევზსაჭერ და სხვა დანიშნულების გემებზე გემბანის რიგითი მეზღვაურის პოზიციაზე, ასევე, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში.

 

ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის  კოდი: 50
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 8350

სტრუქტურა და მოდულები 

გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 91 კრედიტის (1 კრედიტი–25 საათი)  მოცულობის მოდულებს, მოდულები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:  
ზოგადი მოდულები (6 მოდული)  - 16 კრედიტის მოცულობით; 
პროფესიული მოდულები (9 მოდული) - 75 კრედიტის მოცულობით.
პროგრამის ხანგრძლივობა - 61 კვირა

საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 91 კრედიტი.

ზოგადი მოდულები კრედიტი
1 ინფორმაციული წიგნიერება 3
2 ინტერპერსონალური კომუნიკაცია 3
3 მეწარმეობა  2
4 რაოდენობრივი წიგნიერება 2
5 სამოქალაქო განათლება 2
6 უცხოური ენა 4
ჯამი: 16
N როფესიული მოდულები - საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია კრედიტი
1 გაცნობითი პრაქტიკა - გემბანის რიგითი  მეზღვაურისთვის 2
2 გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა 7
3 გემის ტექნიკური მომსახურება 4
4 ნავიგაცია  დამხმარე დონეზე 8
5 სამღებრო საქმე გემზე 2
6 სატვირთო ოპერაციებში მონაწილეობა 3
7 საზღვაო გზების გეოგრაფია 3
8 სპეციალური ინგლისური გემბანის რიგითი  მეზღვაურისთვის 6
9 აწარმოო პრაქტიკა - გემბანის რიგითი  მეზღვაურისთვის 40
ჯამი: 75

არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისათვის გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 106 კრედიტის (1 კრედიტი–25 საათი)  მოცულობის მოდულებს, მოდულები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:  
ზოგადი მოდულები (6 მოდული)  - 16 კრედიტის მოცულობით; 
პროფესიული მოდულები (9 მოდული) - 75 კრედიტის მოცულობით;
ქართული ენა A2 (მოდული) -15 კრედიტის მოცულობით.
პროგრამის ხანგრძლივობა -71 კვირა.
საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 106  კრედიტი.

მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:
  1. გემბანის მოწყობილობებისა და მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაციაში მონაწილეობა 
  2. უსაფრთხო სანავიგაციო ვახტაში მონაწილეობა 
  3. გემის საჭეს მართვა 
  4. გემმისაბმელ და საღუზე ოპერაციებში მონაწილეობა 
  5. გემზე არსებული სათავსების მოვლა-დასუფთავება 
  6. გემბანის მექანიზმების პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა 
  7. სატაკელაჟო სამუშაოების  შესრულება 
  8. გემზე  სატვირთო ოპერაციებში მონაწილეობა 
  9. გემზე სამღებრო სამუშაოების შესრულება 
  10. გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება

გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა კოლეჯმა შეიმუშავა საზღვაო ტრანსპორტის 
მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის (კვალიფიკაცია - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საგემბანე განყოფილების 
ექსპლუატაცია) საფუძველზე.

სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება

პროფესიულ სტუდენტს კრედიტი მიენიჭება  სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია:  
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით;
ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები მოცემულია მოდულებში. 
პროგრამა მოდულების, სწავლის შედეგებისა და თემატიკის კომპონენტებში ითვალისწინებს რვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას (მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია; უცხო ენაზე კომუნიკაცია; მათემატიკური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; დამოუკიდებლად სწავლის უნარი; პიროვნებათშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური და მოქალაქეობრივი კომპეტენციები; მეწარმეობა და კულტურული გამომხატველობა), რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდისთვის. რვა საკვანძო კომპეტენციიდან ერთ-ერთი - მშობლიური/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითადი ენის განვითარების მიზნით, თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ სწავლება-სწავლის პროცესში უნდა შეფასდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კერძოდ, მართლწერისა და მართლმეტყველების წესების დაცვა შემდეგი კომპეტენციების ფარგლების გათვალისწინებით:

 

მართლმეტყველება
  • საუბრის/პრეზენტაციის დროის ლიმიტის დაცვა;
  • სათანადო პროფესიული ლექსიკის გამოყენება;
  • მოსაზრების ჩამოყალიბება გასაგებად, ნათლად და თანამიმდევრულად;
  • დეკვატური მაგალითებისა და არგუმენტების მოყვანა;
  • ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელი არავერბალური  საშუალებების ადეკვატურად გამოყენება  (მაგ., ჟესტიკულაცია, ინტერვალი საუბარში, ხმის ტემბრის ცვალებადობა).
მართლწერა 
  • საკავშირებელი სიტყვების სწორად გამოყენება;
  • ძირითადი  სასვენი ნიშნების (წერტილი,  კითხვისა და ძახილის ნიშნები) სწორად გამოყენება;
  • პროფესიული ლექსიკის სათანადოდ გამოყენება;
  • წერისას ტიპობრივი სტილისტური ხარვეზების აღმოფხვრა;
  • არ უნდა იქნეს გამოყენებული ენისთვის არაბუნებრივი შესიტყვებები და ლექსიკა - ბარბარიზმები, ჟარგონები;
  • ინფორმაციის გადმოცემა  თანამიმდევრულად, გასაგებად, შესასრულებელი აქტივობის შესაბამისად.

კვალიფიკაციის მინიჭება

პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული 91 კრედიტი, არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში –106 კრედიტი.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ)  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებისათვისშეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ასეთი პროფესიული სტუდენტები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის დაძლევის გარეშე. 

გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პროფესიულ სტუდენტს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია - მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

 
დანართი 1. პროგრამის  სასწავლო გეგმა
დანართი 2. პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი
დანართი 3. პროგრამის მოდულები
დანართი 4. პროგრამის  სასწავლო გარემო და   მატერიალური რესურსი 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური

სარეგისტრაციო ნომერი - 10406-პ

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციაში / Basic Vocational Qualification in Ship Engine Room Operation. აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს - ტრანსპორტის მომსახურებები - კოდი 1041. აღმწერი - „შეისწავლის გემის, მატარებლის, ავტომობილის, საჰაერო ხომალდების და სხვა ფორმის ტრანსპორტის ფუნქციონირებას, ნავიგაციასა და მართვას“. მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს უზრუნველყოფა კონკურენტუნარიანი კადრებით, კერძოდ, გემის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის მომზადება.

დაშვების წინაპირობები:

  • საბაზო განათლება „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ მოთხოვნები („საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2014 წლის 26 თებერვლის №01 ბრძანება).
  • დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიეცემა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი-პროფესიული დიპლომი და პრაქტიკის გავლის შესახებ ცნობები. შემდგომ მან უნდა გაიაროს სერტიფიცირება საჭირო სერტიფიკატების ასაღებად. მიღებული დოკუმენტების საფუძველზე აბარებს გამოცდას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამუშაო დიპლომის მისაღებად. გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მეზღვაურის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და აღიარებული ნაოსნობის სტაჟის არსებობის საფუძველზე, სამუშაო ლიცენზიის (კვალიფიკაციის სერტიფიკატის) მიღების შემდეგ - შეუძლია დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის, თევზსაჭერ და სხვა დანიშნულების გემებზე სამანაქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პოზიციაზე. დასაქმება შესაძლებელია ასევე, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში. ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 50 დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 8350

სტრუქტურა და მოდულები

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 87 კრედიტის (1 კრედიტი–25 საათი) მოცულობის მოდულებს, მოდულები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:

  • ზოგადი მოდულები (6 მოდული) - 16 კრედიტის მოცულობით;
  • პროფესიული მოდულები (7მოდული) – 71 კრედიტის მოცულობით.
  • პროგრამის ხანგრძლივობაა -61 კვირა

გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 87 კრედიტი.

ზოგადი მოდულები კრედიტი
1 ინფორმაციული წიგნიერება 3
2 ინტერპერსონალური კომუნიკაცია 3
3 მეწარმეობა  2
4 რაოდენობრივი წიგნიერება 2
5 სამოქალაქო განათლება 2
6 უცხოური ენა 4
ჯამი: 16
N პროფესიული მოდულები - გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია კრედიტი
1 გაცნობითი პრაქტიკა -  სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურისთვის 2
2 გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა 7
3 მექანიზმების ტექნიკური მომსახურება/რემონტი 6
4 გემის სამანქანე დანადგარების  ექსპლუატაცია დამხმარე დონეზე 8
5 სამუშაო გარემოსა და მარაგების მართვა 2
6 სპეციალური ინგლისური - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურისთვის 6
7 საწარმოო პრაქტიკა - სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურისთვის 40
ჯამი: 75

არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისათვის სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 102 კრედიტის (1 კრედიტი–25 საათი)  მოცულობის მოდულებს, მოდულები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:  

  • ზოგადი მოდულები (6 მოდული)  - 16 კრედიტის მოცულობით; 
  • პროფესიული მოდულები (9 მოდული) - 71 კრედიტის მოცულობით;
  • ქართული ენა A2 (მოდული) -15 კრედიტის მოცულობით.
  • პროგრამის ხანგრძლივობაა -71 კვირა

საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 102  კრედიტი.

მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციის მიმართულებით:

  1. სამანქანე განყოფილების  ქვაბების, მექანიზმების, დანადგარების სისტემების ტექნიკური მომსახურება
  2. სამანქანე განყოფილების მექნიზმების რემონტი - შეკეთება
  3. სამანქანე განყოფილების ვახტის წარმოება
  4. სამღებრო სამუშაოების შესრულება
  5. საწვავის მიღებისა და გადატუმბვის ოპერაციებში მონაწილეობა
  6. ლიალურ და ბალასტურ წყლებთან დაკავშირებულ ოპერაციებში მონაწილეობა
  7. სამუშაო გარემოსა და მარაგების მართვა
  8. გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა კოლეჯმა  შეიმუშავა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების  პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის (კვალიფიკაცია - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია)  საფუძველზე. 

 

სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება

პროფესიულ სტუდენტს კრედიტი მიენიჭება  სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია:  
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით;
ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები მოცემულია მოდულებში. 
პროგრამა მოდულების, სწავლის შედეგებისა და თემატიკის კომპონენტებში ითვალისწინებს რვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას (მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია; უცხო ენაზე კომუნიკაცია; მათემატიკური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; დამოუკიდებლად სწავლის უნარი; პიროვნებათშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური და მოქალაქეობრივი კომპეტენციები; მეწარმეობა და კულტურული გამომხატველობა), რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდისთვის. რვა საკვანძო კომპეტენციიდან ერთ-ერთი - მშობლიური/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითადი ენის განვითარების მიზნით, თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ სწავლება-სწავლის პროცესში უნდა შეფასდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კერძოდ, მართლწერისა და მართლმეტყველების წესების დაცვა შემდეგი კომპეტენციების ფარგლების გათვალისწინებით:

მართლმეტყველება

  • საუბრის/პრეზენტაციის დროის ლიმიტის დაცვა;
  • სათანადო პროფესიული ლექსიკის გამოყენება;
  • მოსაზრების ჩამოყალიბება გასაგებად, ნათლად და თანამიმდევრულად;
  • ადეკვატური მაგალითებისა და არგუმენტების მოყვანა;
  • ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელი არავერბალური  საშუალებების ადეკვატურად გამოყენება  (მაგ., ჟესტიკულაცია, ინტერვალი საუბარში, ხმის ტემბრის ცვალებადობა).

მართლწერა 

  • საკავშირებელი სიტყვების სწორად გამოყენება;
  • ძირითადი  სასვენი ნიშნების (წერტილი,  კითხვისა და ძახილის ნიშნები) სწორად გამოყენება;
  • პროფესიული ლექსიკის სათანადოდ გამოყენება;
  • წერისას ტიპობრივი სტილისტური ხარვეზების აღმოფხვრა;
  • არ უნდა იქნეს გამოყენებული ენისთვის არაბუნებრივი შესიტყვებები და ლექსიკა - ბარბარიზმები, ჟარგონები;
  • ინფორმაციის გადმოცემა  თანამიმდევრულად, გასაგებად, შესასრულებელი აქტივობის შესაბამისად.

კვალიფიკაციის მინიჭება

პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული 87 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანი სტუდენტის შემთხვევაში –102 კრედიტი.  

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ)  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებისათვის

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე. 
სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია - მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

 

დანართი 1. პროგრამის  სასწავლო გეგმა
დანართი 2. პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი
დანართი 3. პროგრამის მოდულები
დანართი 4. პროგრამის  სასწავლო გარემო და   მატერიალური რესურსი 

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge