• ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

სტრატეგიული განვითარება

სტრატეგიული განვითარების (შვიდწლიანი) და სამოქმედო (ერთწლიანი) გეგმები

შპს „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი  ეკვატორის“ (შემდგომში „კოლეჯის“) საქმიანობა ეფუძნება საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებულ პრინციპებსა და მიდგომებს. კოლეჯი მიზნად ისახავს შექმნას ისეთი ტიპის დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროსათვის მომზადებული კადრების კვალიფიციურობაზე და ამით გაიზიაროს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. კოლეჯს მიაჩნია, რომ დაწესებულების თანმიმდევრული განვითარებისათვის აუცილებელი ინდიკატორია -კოლეჯის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება დაწესებულების მიდგომა და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
წინამდებარე სტრატეგია შექმნილია იმისათვის, რომ  კოლეჯმა შეძლოს მის მიერ დასახული მიზნის გამჭვირვალედ და ჯეროვნად განხორციელება. მასში ასახულია კოლეჯის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, სამოქმედო კურსი, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და შედეგები.
დაწესებულება დარწმუნებულია, რომ მისი სტრატეგიის რეალიზება შესაძლებელია დაწესებულების შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად კოლეჯის სტრატეგიული განვითრების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად და მის მოდიფიცირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს   ყველა დაინტერესებულმა პირმა.

 

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge