• ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №29

სტუდენტური ცხოვრება

პროფესიული სტუდენტის  უფლებები და მოვალეობები 

  1. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს მისი ინტერესების შესაბამისი ხარისხიანი განათლება, აქტიურად იყოს ჩართული  სასწავლო და პრაქტიკულ საქმიანობაში.
  2. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის უფლებების შეზღუდვა, თუ იგი არ ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მაღალი ხარისხის სწავლების, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ან არ არის მიმართული ამ წესით დადგენილი კოლეჯის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთისათვის.
  3. კანონმდებლობითა და კოლეჯის  შიდა სამართლებრივი აქტებით დადგენილი უფლებების გარდა კოლეჯის პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია:
  • მოსთხოვოს კოლეჯის ადმინისტრაციას კანონმდებლობით, კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტებით, პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებითა და საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
  • ისარგებლოს  კოლეჯის  სასწავლო  და  დამხმარე  რესურსით,  საბიბლიოთეკო, საინ-ფორმაციო და სხვა საშუალებებით;
  • მიიღოს   კოლეჯის   ადმინისტრაციისგან   ამომწურავი   ინფორმაცია   თავისი უფლე-ბების,  საგანმანათლებლო  პროგრამებისა  და  კოლეჯის  სხვა რესურსების შესახებ;
  • თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
  • მონაწილეობა   მიიღოს   ინდივიდუალური   საგანმანათლებლო   პროგრამის   შემუშა¬ვე¬ბაში;
  • მიიღოს მონაწილეობა კოლეჯის მიერ განხორციელებული სასწავლო პროცესის შეფასებაში.

      4.  პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:

  • დაიცვას კანონმდებლობის, კოლეჯის საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
  • შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მოთხოვნები;
  • შეასრულოს კოლეჯთან დადებული  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
  • დაიცვას სხვა პირების  უფლებები და კანონიერი ინტერესები;
  • სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით არ გამოიყენოს პლაგიატი;
  • გაუფრთხილდეს კოლეჯის ინფრასტრუქტურას;
  • იმოქმედოს იმგვარად, რომ არ შეურაცყოს კოლეჯის პრესტიჟი.

პროფესიული სტუდენტის ქცევის წესები და პასუხისმგებლობა:

  1. პროფესიული სტუდენტები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ კოლეჯის პრესტიჟს, ზუსტად დაიცვან კოლეჯის ტერიტორიაზე ქცევის წესები, აგრეთვე ეთიკის ნორმები კოლეჯის პერსონალთან და სხვა პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობაში. 
  2. კოლეჯის ტერიტორიაზე პროფესიულ სტუდენტებს ეკრძალებათ:
  • თამბაქოს მოწევა კოლეჯის ტერიტორიაზე რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;
  • ხმაური და მეცადინეობისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიწვევს პროფესიული სტუდენტის გაფრთხილებას;
  • კოლეჯის შენობის ტერიტორიაზე პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებისა და მიტინგების მოწყობა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას; 
  • კოლეჯის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით შესვლა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებასა და შესაბამის კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას; 
  • კოლეჯის ტერიტორიაზე აზარტული თამაშები, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას ან სტატუსის შეწყვეტას; 
  • ალკოჰოლური საშუალებების გამოყენება, ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კოლეჯში გამოცხადება, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას ან სტატუსის შეწყვეტას; 
  • ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, გავრცელება, რაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • გამოცდის ჩატარებისა და გამოცდაზე ქცევის წესების დარღვევა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას; 
  • კოლეჯში გამოცხადება გარეგნულად მოუწესრიგებელი სახით, არაადეკვატური ჩაცმულობით და ჰიგიენის ნორმების დაუცველად, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;
  • აუდიტორიული მეცადინეობის ხელის შეშლა ან ჩაშლა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;
  • კოლეჯის შენობაში განცხადებების ჩამოხევა ან გაფუჭება, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;
  • პროფესიული სტუდენტების ან/და თანამშრომლებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომლის მიზანიც იყო აუდიტორიული მეცადინეობის ან გამოცდის ჩაშლა, ან გაცდენების საპატიოდ ჩათვლა ან მისი ოჯახის წევრებთან კოლეჯის თანამშრომლობის კონტაქტისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;
  • კოლეჯის ქონების დაზიანება, დაკარგვა ან დაუბრუნებლობა, რაც გამოიწვევს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას და სტატუსის შეწყვეტას; 
  • კოლეჯისათვის საჭირო დოკუმენტაციის უნებართვოდ აღება ან განადგურება, რაც გამოიწვევს ამ ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას და სტატუსის შეწყვეტას;
  • კოლეჯის ტერიტორიის (შენობისა და ეზოს) დანაგვიანება-დაბინძურება, რაც გამოიწვევს დასუფთავების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას და გაფრთხილებას. 

 

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge