• ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

უფლება-მოვალეობები

პროფესიული სტუდენტის გზამკვლევი

კოლეჯის შესახებ

შპს ,,საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“ დაარსდა 2009 წელს; 2010 წლიდან ცენტრში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2008 შესაბამისად და მას გააჩნია ISO–სა და ასევე IQnet – ის სერტიფიკატები; 2014 წელს კოლეჯმა მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი ავტორიზაციის გზით. კოლეჯი წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას; კოლეჯი საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გარდა ახორციელებს მოქმედი მეზღვაურების გადამზადებასა და სერტიფიცირებას;

შპს ‘’სსსც ეკვატორი“ შედის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის შემადგენლობაში ასოცირებული წევრის სტატუსით; ჩვენთან ასწავლიან საზღვაო დარგის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სწავლების პროცესი აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური რესურსი აკმაყოფილებს არა მარტო პროგრამებით დადგენილ პირობებს, არამედ საზღვაო სფეროში არსებულ საერთაშორისო კონვენციებით და სტანდარტებით განსაზღვრულ საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს.

მისია

კოლეჯის მისიაა საზოგადოებას შევთავაზოთ:

-მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული და თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე განხორციელებული საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მოამზადებენ შრომის შიდა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციების მქონე, კონკურენტუნარიან მეზღვაურებს;

–სოციალური ინკლუზიის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშემწყობი გარემო;

ხედვა

ჩვენი ხედვაა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ კოლეჯის, როგორც საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროში ერთერთი წარმატებული, კონკურენტუნარიანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეპუტაცია.

ღირებულებები

კოლეჯის უნიკალურ გამოცდილებას განსაზღვრავს ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება გუნდური მუშაობის, ეთიკური და პასუხისმგებლიანი ქცევის, განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვისა და პროფესიონალიზმის, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების დარგისადმი ერთგულების პრინციპებს. მისიის უზრუნველსაყოფად კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ სტუდენტებთან, მსმენელებთან, პერსონალთან, დამსაქმებლებთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ წრეებთან.

კოლეჯთან კომუნიკაცია

XXI საუკუნეში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე წარმოუდგენელია პირადი და საქმიანი ურთიერთობა, ამიტომ ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ დროულად უზრუნველყოთ თქვენი კომპიუტერები და/ან ტელეფონები შემდეგი საკომუნიკაციო პლატფორმებით: Google Gmail, Facebook, Viber. ამ არხებით თქვენ მიიღებთ კოლეჯიდან მნიშვნელოვან ინფორმაციებს, სიახლეებს, სასწავლო რესურსებს.

სსსც ეკვატორის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა: info@equator.ge გაითვალისწინეთ! ელექტრონული ფოსტით ინფორმაციის (დოკუმენტი, სიახლე, საორგანიზაციო შეტყობინება და სხვა) გაგზავნის შემდეგ - კოლეჯი იხსნის პასუხისმგებლობას ამ ადრესატისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე; კოლეჯის ვებგვერდი: www.equator.ge;

კოლეჯის ფეისბუქი: ‘’ საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი’’;

კოლეჯის ტელ ნომერი: +995 579 26 43 43;

მისამართი: ქ.ბათუმი, შავშეთის 33.

სასწავლო პროცესი

კოლეჯში, სასწავლო პროცესი დაგეგმილია წინასწარ მომზადებული და დამტკიცებული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

მეცადინეობის დღეებია: ორშაბათი, სამშბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი. დასვენების დღე -კვირა, ასევე შრომის კოდექსით დადგენილი და კოლეჯის დირექტორის მიერ დამტკიცებული უქმე დღეები:

14 ოქტომბერი - მცხეთობა (სვეტიცხოვლობა);

23 ნოემბერი - გიორგობა;

1 და 2 იანვარი - ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

7 - ქრისტეს შობა;

19 - ნათლისღება, იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

3 - დედის დღე;

8 - ქალთა საერთაშორისო დღე;

9 - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

14 - დიდი პარასკევი;

15 - დიდი შაბათი;

16 - აღდგომა;

17 - მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე;

9 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

26 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

28 - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

 

პროფესიულ პროგრამებზე სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს.

მეცადინეობის ცხრილი თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება საინფორმაციო დაფაზე და სოციალური ქსელის ჯგუფში, რომელიც შიქმნება სწავლის დაწყებისთანავე.

გაითვალისწინეთ!

მეცადინეობების 60%-ზე მეტის გაცდენის შემთხვევაში, კოლეჯის რეგულაციების შესაბამისად - შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი

პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

       1. პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროფესიული სტუდენტობის კანდიდატი არის პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი, საშუალო, საბაზო ან უმაღლესი განათლება.

        2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები და ვადები, აგრეთვე პროფესიულ პროგრამაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესით და პირობებით.

         3. პირს ენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი კოლეჯის დირექტორის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესახებ ბრძანების გამოცემის, მასთან ხელშეკრულების გაფორმებისა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის შემდეგ.

        4. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები სტუდენტების ზღვრულ რაოდენობას განსაზღვრავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

        5. დირექტორის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესახებ ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს 5 დღისა შესაბამისი მონაცემები უნდა აისახოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობები

1. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს მისი ინტერესების შესაბამისი ხარისხიანი განათლება, აქტიურად იყოს ჩართული  სასწავლო და პრაქტიკულ საქმიანობაში.

       2. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის უფლებების შეზღუდვა, თუ იგი არ ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მაღალი ხარისხის სწავლების, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ან არ არის მიმართული ამ წესით დადგენილი კოლეჯის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთისათვის.

       3. კანონმდებლობითა და კოლეჯის  შიდა სამართლებრივი აქტებით დადგენილი უფლებების გარდა კოლეჯის პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია:

       ა) მოსთხოვოს კოლეჯის ადმინისტრაციას კანონმდებლობით, კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტებით, პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებითა და საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

       ბ) ისარგებლოს  კოლეჯის  სასწავლო  და  დამხმარე  რესურსით,  საბიბლიოთეკო, საინ­ფორმაციო და სხვა საშუალებებით;

       გ) მიიღოს   კოლეჯის   ადმინისტრაციისგან   ამომწურავი   ინფორმაცია   თავისი უფლე­ბების,  საგანმანათლებლო  პროგრამებისა  და  კოლეჯის  სხვა რესურსების შესახებ;

       დ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

       ე)   მონაწილეობა   მიიღოს   ინდივიდუალური   საგანმანათლებლო   პროგრამის   შემუშა­ვე­ბაში;

       ვ) მიიღოს მონაწილეობა კოლეჯის მიერ განხორციელებული სასწავლო პროცესის შეფასებაში.

       4. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:

       ა) დაიცვას კანონმდებლობის, კოლეჯის საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;

       ბ) შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მოთხოვნები;

       გ) შეასრულოს კოლეჯთან დადებული  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

      დ) დაიცვას სხვა პირების  უფლებები და კანონიერი ინტერესები;

      ე) სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით არ გამოიყენოს პლაგიატი;

      დ) გაუფრთხილდეს კოლეჯის ინფრასტრუქტურას;

      ვ) იმოქმედოს იმგვარად, რომ არ შეურაცყოს კოლეჯის პრესტიჟი.

სწავლის შედეგების შეფასება

პროფესიული პროგრამა შედგება მოდულებისაგან. კვალიფიკაციის მინიჭების (ანუ დიპლომის აღების) წინაპირობას წარმოადგენს სტუდენტის მიერ შესაბამისი საგანმანთლებლო პროგრამის მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების დადასტურება, ანუ კრედიტიების მოპოვება და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

                მოდულის დადასტურება ნიშნავს შეფასების პროცესში დადებითი შედეგის მიღებას. შეფასებაზე უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოდულის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში კიდევ ერთხელ სცადოთ შედეგის დადასტურება. იმ შემთხვევაში, თუ მოდული არ წარმოადგენს სხვა მოდულზე დაშვების წინაპირობას, თქვენ უფლება გაქვთ განცხადებით მიმართოთ სასწავლო მენეჯრს და მესამედ გახვიდეთ შეფასების პროცესზე.

თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ მიღებული შედეგი. ამისათვის განცხადებით უნდა მიმართოთ კოლეჯის დირექტორს და თქვენს საჩივარს განიხილავს სპეციალური კომისია.

გაითვალისწინეთ! სამი მცდელობის მიუხედავად, თუ ვერ დაადასტურებთ მოდულის შედეგებს, მაშინ მოგიწევთ მოდულის გავლა თავიდან და დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, ან შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.

შუალედური შეფასებ

პროფესიული პროგრამის განხორციელების შუა ეტაპზე თქვენ ჩაგიტარდებათ შუალედური შეფასება, რომლის დროსაც შემოწმდება, თუ როგორ აითვისეთ სწავლის პერიოდში გავლილი მასალა. შუალედურ შეფასებას ჩაატარებს სპეციალური კომისია.

გაითვალისწინეთ! სტუდენტი, რომელიც არ მიიღებს მონაწილეობას კოლეჯის მიერ ორგანიზებულ შუალედურ შეფასებაში, არ დაიშვება საკვალიფიკაციო გამოცდაზე და შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.

საკვალიფიკაციო გამოცდა

ყველა პროფესიული პროგრამის დასასრულს ჩატარდება საკვალიფიკაციო გამოცდა. მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ამ გამოცდას, მიენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გადაეცემა დიპლომი. საკვალიფიკაციოო გამოოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის სტუდენტი, რომლიც სწავლის პერიოდში დაადასტურებს პროგრამით განსაზღვრულ ყველა მოდულს და მონაწილეობას მიიღებს შუალედურ შეფასებაში. საკვალიფიკაციო გამოცდას ჩაატარებს საკვალიფიკაციო კომისია.

პროფესიული სტუდენტის  სტატუსის შეჩერება

      1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებად ითვლება კოლეჯსა და პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.

      2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

      ა) პირადი განცხადება მიზეზის მითითებით. მიზეზის შინაარსი არ შეიძლება გახდეს პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი;

      ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, როდესაც განაჩენის აღსრულება უნდა მოხდეს ისეთი ფორმით, რაც შეუთავსებელია სწავლასთან;

      გ) ფინანსური დავალიანება;

     დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ორსულობა და ახალშობილის მოვლა;

      ე) კოლეჯის შინაგანაწესით განსაზღვრული შემთხვევები და სხვა საფუძვლები.

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელზეც სწავლობს პროფესიული სტუდენტი) საერთო მოცულობის საკონტაქტო საათების 60%-ზე მეტი გაცდენა;“;

      3. პროფესიულ სტუდენტს სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სწავლისათვის გადახდილი თანხა არ უბრუნდება, მაგრამ სწავლის გაგრძელებისას ჩაეთვლება სწავლის საფასურში.

      4. პროფესიულ სტუდენტს სტატუსი შესაძლოა შეუჩერდეს არაუმეტეს 5 წლის ვადით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. პროფესიულ სტუდენტს სტუდენტის სტატუსის შეუწყდება თუ კი ზემოაღნიშნულ ვადაში არ აღიდგენს სტატუსს.

        5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება ხდება კოლეჯის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რომლის გამოცემიდან არაუგვიანეს 5 დღისა მონაცემები აისახება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

        6. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

         7. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს ჩაეთვლება სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული კრედიტები და სწავლას გააგრძელებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის იმ ეტაპიდან, რომელ ეტაპზეც მას შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შეიმუშავებს ხარისხის მართვის მენეჯერი შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის დირექტორს.

          8. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებასა და აღდგენასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესით, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და კოლეჯის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 

პროფესიული სტუდენტის  სტატუსის აღდგენა

         1. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია პროფესიული სტუდენტის განცხადების საფუძველზე.

         2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, თუ კოლეჯი განახორციელებს მიღებას შემდეგ ნაკადზე.

         3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს ჩაეთვლება სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული კრედიტები და სწავლის გადახდილი საფასური.

         4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ გამოიცემა დირექტორის ბრძანება აქტი და მონაცემები აისახება საგანმანთლებლო დაწესებულებების რეესტრში დირექტორის ბრძანებიდან 5 დღეში.

          5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება და აღდგენა შესაძლებელია ერთი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ.

           6. იმ შემთხვევაში, თუ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა  პროფესიული სტუდენტი მისთვის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის გაუქმებულია, ან შეცვლილია პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს სხვა საგანმანათლებლო პროგრამით ან მობილობით გადავიდეს  სხვა  დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

პროფესიული სტუდენტის  სტატუსის შეწყვეტა

        1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

        ა) პირადი განცხადება;

        ბ) პროფესიული პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

        გ) გარდაცვალება;

        დ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პროფესიული სტუდენტის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენისათვის, რომელიც ითვალისწინებს 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას;

        ე) სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

        ვ) სასწავლო პერიოდში პროფესიული სტუდენტის აკადემიური ჩამორჩენილობა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა);

         ზ) კოლეჯის შინაგანაწესითა და ამ წესით განსაზღვრული შემთხვევები და სხვა საფუძვლები.

         2. კოლეჯი ვალდებულია პირისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხის დაყენების დროს აცნობოს პირს აღნიშნულის შესახებ, მოისმინოს მისი პოზიცია და მისცეს მას ახსნა-განმარტების წარმოდგენის უფლება.

         3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების მოშლას, რაც არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულებისაგან.

         4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ პირისათვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის საკითხი აღარ განიხილება და სტატუსის შეწყვეტამდე გადახდილი თანხა მას არ უბრუნდება.

         5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი თავიდან მოპოვება დასაშვებია წინამდებარე წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად.

          6. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ხდება კოლეჯის დირექტორის დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე, რომლის გამოცემიდან არაუგვიანეს 5 დღისა მონაცემები აისახება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში. გადაწყვეტილება პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

         7. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესით, გადაწყდება მომქმედი კანონმდებოლობისა და კოლეჯის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

         8. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტებზე.

მობილობა

     1. პროფესიული სტუდენტის გარე მობილობა და შიდა მობილობა (შემდგომში - ,,მობილობა“) არის პროფესიულ სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და კრედიტების აღიარება.

      2. მობილობის უფლება აქვს პირს, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი მოიპოვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც მობილობის განხორციელების მომენტისთვის არის კოლეჯის ან სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლი დაწესებულების პროფესიული სტუდენტი.

       3. მობილობის უფლება ასევე აქვს პირს, რომელსაც მობილობის განხორციელების მომენტისთვის შეჩერებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

       4. მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

       ა) თუ კოლეჯის პროფესიულ სტუდენტს სურს სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება (შიდა მობილობა) ან სხვა დაწესებულებაში გადასვლა (გარე მობილობა);

        ბ) თუ სხვა დაწესებულების პროფესიულ სტუდენტს სურს გადმოსვლა კოლეჯში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

       5. პროფესიული სტუდენტის მობილობა ხორციელდება შესაბამისი პროგრამისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში.

       6. პროფესიული სტუდენტები, რომელთა დაწესებულებები ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე ან დაწესებულებამ დაკარგა პროგრამის განხორციელების უფლება ან საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, მიიჩნევიან პროფესიული სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირებად და მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი პირობები.

        7. მობილობის უფლება პროფესიულ სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზე დაშვების წინაპირობასაც ის აკმაყოფილებს. 

       8. გარე ან შიდა მობილობით ჩარიცხვის უფლების მოპოვების მიზნით პროფესიული სტუდენტი, ხოლო არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს კოლეჯს. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ პროგრამის სახელწოდება, რომელზეც პირს სურს გადასვლა.

       9. კოლეჯი უფლებამოსილია პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (შემდგომში - ,,სისტემა“) დამატებით მოიპოვოს ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის სტატუსის, არსებობის შემთხვევაში სტატუსის შეჩერების საფუძვლების და მის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესახებ.

       10. კოლეჯი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის მობილობით ჩარიცხვაზე, თუ:

      ა) კოლეჯს არ აქვს ვაკანტური ადგილები პროგრამისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში;

      ბ) კოლეჯი ვერ უზრუნველყოფს მობილობის მსურველი პირის შემდგომ განათლებას მიმღები პროგრამის განხორციელების სპეციფიკის გათვალისწინებით;

      გ) მობილობის მსურველი ვერ აკმაყოფილებს კოლეჯი მიერ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დადგენილ წინაპირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

       11. მობილობის მსურველი პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება პირის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ ხდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

      12. კოლეჯი ადგენს მის მიერ შეთავაზებულ პროგრამასთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესის შესაბამისად.

       13. მობილობით სტუდენტის ჩარიცხვა ფორმდება კოლეჯის დირექტორის ბრზანებით და აღნიშნული ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება სისტემაში. სისტემის მონაცემების საფუძველზე კოლეჯი, პროფესიული სტუდენტის მობილობის შემთხვევაში, გამოსცემს სამართლებრივ აქტს პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე და ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახავს სისტემაში. 

კვალიფიკაციის მინიჭება და პროფესიული დიპლომი

         1. პროფესიული კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით.

         2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული (მოდულური) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს ყველა ზოგადი და პროფესიული სავალდებულო მოდულით გათვალისწინებული კრედიტი, ასევე არჩევითი პროფესიული მოდულებიდან პროგრამით განსაზღვრული კრედიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

         3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტულ დონეზე პროფესიული სტუდენტის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისების შემდეგ მისი კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის წარდგინების საფუძვლზე გამოცემული დირექტორის ბრძანებით.

         4. პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

         6. დირექტორის ბრძანების საფუძველზე მზადება და გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და მოწმდება კოლეჯის ბეჭდით.

         7. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული დონე შეიძლება მიეცეს დირექტორის მიერ ხელმოწერილი და კოლეჯის ბეჭდით დამოწმებული სათანადო მოწმობა.

          8. პროფესიული დიპლომის რეგისტრაციაში გატარების წესი განსაზღვრულია კოლეჯის საქმისწარმოების წესით.

          9. კურსდამთავრებულზე, პროფესიულ დიპლომთან ერთად, დიპლომზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გაიცემა დიპლომის დანართი. დიპლომის დანართს დამოუკიდებლად არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი ძალა.

         10. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დადგენილი წესით ინახება კოლეჯში შემდგომი დამუშავებისა და არქივში გადაცემისათვის.

          11. კოლეჯის სასერტიფიკატო პროგრამების (პროფესიული მომზადების პროგრამა/ პროფესიული გადამზადების პროგრამა) კურსდამთავრებულთათვის გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.

ადმინისტრაციული მხარდაჭერ

თქვენ უფლება გაქვთ გამოითხოვოთ კოლეჯიდან ინფორმაცია თქვენი სტატუსის ან აკადემიური მოსწრების შესახებ, კოლეჯიდან ამ შინაარსის ცნობას მიიღებთ მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ცნობის გაცემა შესაძლებელია, როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კოლეჯის ამინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს პირად ელერქტრონულ ფოსტაზე დაგეგმილი გამოცდების, მნიშვნელოვანი შეხვედრების, ან ღონისძიებების შესახებ. ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ინფორმაციას თქვენი სტატუსის ცვლილების შემთხვევაშიც.

გაითვალისწინეთ! თქვენ ვალდებული ხართ მუდმივად შეამოწმოთ თქვენი ელექტრონული ფოსტა და გაეცნოთ კოლეჯიდან მიღებულ ინფორმაციას და სიახლეებს, ასევე ვალდებული ხართ - დაუყოვნებლივ მიაწოდოთ ინფორმაცია კოლეჯს პირადი ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული ფოსტის ცვლილების შემთხვევაში, ვინაიდან ელექტრონული ფოსტით ინფორმაციის (დოკუმენტი, სიახლე, საორგანიზაციო შეტყობინება და სხვა) გაგზავნის შემდეგ, კოლეჯი იხსნის პასუხისმგებლობას ამ ადრესატისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე;

სამედიცინო დახმარებ

ჩვენ ვზრუნავთ სტუდენტებისა და პერსონალისათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისათვის. კოლეჯში მკაცრად კონტროლდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. შენობის მეორე სართულზე არსებობს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხე, სადაც ინახება პირველადი გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო ყველა საშუალება. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია პირველადი დახმარების საშუალებების შენახვა/მონიტორინგზე.  თუ მეცადინეობის, ან შესვენების დროს სტუდენტი თავს შეუძლოდ იგრძნობს, საჭიროა შეატყობინოს ამის შესახებ მასწავლებელს, ან ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელს. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გამოვიძახებთ სასწარაფო სამედიცინო დახმარებას, ან სტუდენტი გათავისუფლდება სამეცადინეო საათიდან.

გაითვალისწინეთ! მას შემდეგ, რაც მოგენიჭებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, თქვენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ისარგებლებთ დაზღვევის სპეციალური პირობებით (სტუდენტური დაზღვევა), ისევე, როგორც უმაღლესი განათლების სფეროს სტუდენტები.

უსაფრთხოების დაცვ

კოლეჯში რამდენიმე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საევაკუაციო გეგმა და ევაკუაციის პროცედურები, რომლის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება შენობის უსაფრთხო დატოვება. კოლეჯის ტერიტორიაზე შრომისა და სწავლის უსაფრთხო პირობების შექმნაზე და ამ პირობების დაცვაზე ზრუნავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. კოლეჯი აღჭურვილია შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით, ცეცხლმაქრებით, რომელიც განთავსებულია სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილ ადგილებზე და მისი გამოყენების ინსტრუქცია გამოკრულია აღნიშნულ ინვენტართან. პერსონალისა და სტუდენტებისათვის სისტემატიურად ტარდება უსაფრთხოების სწავლება.

კარიერული განვითარების მხარდაჭერა

იმისათვის, რომ მომავალში გაგიადვილდეთ პროფესიის არჩევა, ჩვენი კოლეჯი ყველა დაინტერესებულ პირს ეხმარება მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა კომპანიების , მათი მოთხოვნების და აქტიური ვაკანსიების შესახებ. ამ ეტაპისთვის, სსსც ეკვატორს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რეგიონში არსებულ 10 ძირითად საკრუინგო კომპანიასთან, რომლებიც მემორანდუმის ფარგლებში ხელს უწყობენ კოლეჯის პროფესიული სტუდენტების დასაქმებას.  

სტუდენტების კარიერული მხარდაჭერის მიზნით კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან. კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კოლეჯის ფეისბუქის გვერდზე მუდმივად ქვეყნდება ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ ჰეშთეგით #დასაქმებისშესაძლებლობაჩვენიკურსდამთავრებულებისთვის.

კარიერული განვითარების მენეჯერი ეხმარება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მოიძიონ ვაკანსიები, ჰქონდეთ კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებთან, უწევს კონსულტაციას და აწვდის კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან მათ მომავალი პროფესიული განვთარებისა და კარიერული წინსვლისათვის.

ბიბლიოთეკა

კოლეჯში, მეორე სართულზე არსებობს ბიბლიოთეკა, რომელიც უზრუნველყოფილია სტუდენტებისთვის საჭირო ყველა სახელმძღვანელოთი, კონსპექტით, თუ სხვა სახის ლიტერატურით. გარდა ბეჭდური ვერსიისა, მკითხველებისათვის ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის კომპიუტერში ელექტრონული კატალოგი და საბიბლიოთეკო რესურსის ელექტრონული ვერსიები. ყველა მსურველს შეუძლია ისარგებლოს პრინტერით, ასლის გადამღები და სკანერის აპარატით. ბიბლიოეთაკაში გამოკრულია ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები, რომელთა დაცვა აუცილებლია.

ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებულ პირებს. კოლეჯის პროფესიული სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება პროფესიული სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. პროფესიული სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად სწავლების მთელი პერიოდისათვის. კოლეჯის პროფესიული სტუდენტისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

ბიბლიოთეკის ფონდში დაცული მასალა (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი,), რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, გამონაკლისის გარეშე, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი მასალით მკითხველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, გადაიღოს ასლი.

ბიბლიოთეკა მუშაობს:

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით: დილის 10:00 სთ-დან – 20:00-მდე.

გაითვალისწინეთ! ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაზიანების, ან დაკარგვის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ ზიანის ანაზღეურება.

კომპიუტერული ოთახი

კოლეჯის I და II სართულზე არის ორი კომპიუტერული ოთახი (აუდ. 102, აუდ. 208). ამ აუდიტორიებით, ქსელში ჩართული კომპიუტერებით და უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა შეუძლია ყველა მოქმედ სტუდენტს. სასწავლო მიზნებისათვის კომპიუტერული აუდიტორიებით შეგიძლიათ ისარგებლოთ სამეცადინო საათის მიღმაც.

გაითვალისწინეთ! ტექნიკასთან დაუდევრად მოპყრობის და დაზიანების შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ ზიანის ანაზღეურება.

სტუდენტური აქტივობები

კოლეჯი მუდმივად ცდილობს პროფესიული სტუდენტებისთის საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს სტუდენტური ცხოვრება. ამ მიზნით, კოლეჯი ხელს უწყობს სტუდენტებს სასწავლო გეგმის გარეშე აქტივობების განხორციელებაში. სასწავლო პროცესის მიღმა მათ შეუძლიათ მოსინჯონ ძალები და თავი წარმოაჩინონ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. სტუდენტებისათვის დასასვენებელი სივრცე.

კოლეჯი ხელს უწყობს კოლეჯის მიზნებსა და საქმიანობის სფეროს შესაბამისი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი, სპორტული, საქველმოქმედო, საექსკურსიო- შემეცნებითი და საზოგადოებრივად სასარგებლო სტუდენტური ინიციატივების განხორციელებას და წახალისებას.

დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სოციალურ ქსელსა და კოლეჯის ვებ-გვერდზე

მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ კოლეჯის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, რათა უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გახდეს თქვენი სტუდენტური ცხოვრება.

 

გისურვებთ წარმატებას

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge