• ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

ხარისხის მართვის მენეჯერი

  1. ხარისხის მართვის მენეჯერი შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს კოლეჯის სტრატეგიული განვითარების შესახებ და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად. 
  2. ხარისხის მართვის მენეჯერი მონიტორინგსა და შეფასებას უკეთებს კოლეჯის სტრატეგიული განვითარების დინამიკას. 
  3. ხარისხის მართვის მენეჯერი ახორციელებს ღონისძიებებს სასწავლო მუშაობის ხარისხის სისტემური სრულყოფისათვის, ზრუნავს კოლეჯის მეთოდებისა და  რესურსების, აგრეთვე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ხარისხის სისტემატურ შეფასებასა და მის განვითარება-განახლებაზე.  
  4. ხარისხის მართვის მენეჯერი ხარისხის განვითარებისა და მართვის მიზნით  კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან აქტიური კოორდინაციის მეშვეობით ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
  • უზრუნველყოფს კოლეჯში თეორიული და პრაქტიკული სწავლების ხარისხის ამაღლებას; 
  • შეიმუშავებს პროფესიული განათლების მასწავლებლების  პერიოდული შეფასების მექანიზმებს, ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს შეფასების პროცესის მონიტორინგს; 
  • უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტების სისტემატურ გამოკითხვას შესაბამისი კითხვარების მიხედვით; ახდენს შედეგების ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს; 
  • ახორციელებს ავტორიზაციის/აკრედიტაციის და თვითშეფასების პროცესის განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად; 
  • უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებას და ანალიზს; 
  • გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე, კოლეჯის ადმინისტრაციისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო პროცესის, საგანმანათლებლო პროგრამების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებით; 
  • ამოწმებს  საათობრივი ბადის სასწავლო გეგმასთან შესაბამისობას;
  • სწავლის მეთოდებისა და თემატიკის დასაკონკრეტებლად უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია ჩართოს  კოლეჯის შესაბამისი პროგრამის კურსდამ¬თავრებულთა დამსაქმებელი ორგანიზაცია, პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
  • ამზადებს დასკვნას შემუშავებულ პროფესიულ პროგრამებზე და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად.
  • ასრულებს კოლეჯის დირექტორის სხვა დავალებებს.

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge