• ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №29

ისტორია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“ დაარსდა 2009 წელს; 2010 წლიდან ცენტრში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2008 შესაბამისად და მას გააჩნია ISO–სა და ასევე IQnet – ის სერტიფიკატები; 2014 წელს შპს ,,საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრმა ეკვატორმა“ მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი ავტორიზაციის გზით. კოლეჯი წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას; კოლეჯი საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გარდა ახორციელებს მოქმედი მეზღვაურების გადამზადებასა და სერტიფიცირებას; პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხდება დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შასაბამისობის რეგულარული შემოწმება საერთაშორისო ნორმებთან მიმართებაში. შემოწმებაში ჩართულია როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაცია და უწყება, მაგალითად საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე 5 წელიწადში ერთხელ საქართველოს საზღვაო საწვრთნელი დაწესებულებები გადიან ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტს, სადაც მოწმდება სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საწვრთნელი გარემო. 2018 წელს კოლეჯმა 5 წლიანი ვადით კვლავ მოიპოვა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მორიგი აღიარება; შპს ,,სსსც ეკვატორი“ შედის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის შემადგენლობაში ასოცირებული წევრის სტატუსით; შპს ,,სსსც ეკვატორში“ ასწავლიან საზღვაო დარგის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სწავლების პროცესი აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური რესურსი აკმაყოფილებს არა მარტო პროგრამებით დადგენილ პირობებს, არამედ საზღვაო სფეროში არსებულ საერთაშორისო კონვენციებით და სტანდარტებით განსაზღვრულ საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს.

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge