• ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №29

ვაკანსიას ხარისხის სპეციალისტის პოზიციაზე

შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ‘’ეკვატორი’’ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის სპეციალისტის პოზიციაზე

              ფუნქციები:

  1. მონაწილეობას ღებულობს სასწავლო პროცესის ხარისხის სისტემურ სრულყოფაზე, ზრუნავს და კონტროლს უწევს პროფესიულ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ხარისხის სისტემატურ შეფასებასა და მის განვითარება–განახლებას;
  2. სწავლების ხარისხის შემოწმების მიზნით ესწრება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეოებებს;
  3. ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის მიღწევას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით, მათი მუშაობის სისტემატური შეფასებითა და უწყვეტი განვითარების გზით;
  4. მონაწილეობას ღებულობს მოდულების კალენდარული გეგმების თემატიკისა და აქტივობების სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის დადგენაში;
  5. ახორციელებს შეხვედრებს კოლეჯის მასწავლებლებთან პროფესიულ სტუდენტთა მიერ სასწავლო მასალის უკეთ დაძლევის მეთოდების საკითხებზე;
  6. უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების  შეფასების მიზნით  კოლეჯის პროფესიული მასწავლებლების, პროფესიული სტუდენტების მიერ კითხვარების შევსების პროცედურას;
  7. მონაწილეობას იღებს სწავლის შედეგების შეფასების ვერიფიკაციის პროცესში;
  8. ახორციელებს პროფესიული სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირთა აკადემიური მოსწრების შესახებ    მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას;
  9. კონსულტაციას უწევს პროფესიულ მასწავლებლებს კალენდარული გეგმების შემუშავების კუთხით;
  10. მუდმივად თანამშრომლობს პროფესიულ მასწავლებლებთან, რათა განუმარტოს მათ პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემის არსი, შეჯამების პრინციპები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე, აცნობს მასწავლებლებს შეფასების სისტემას.

   

              საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 

გ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; 

დ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ე) ქართულ ენაზე  გამართულად  წერისა და მეტყველების უნარი;

ვ)  საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ზ) გუნდური მუშაობის უნარი;

თ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;

ი) კომუნიკაციის უნარი;

კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

დამატებითი ინფორმაცია

აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. CV/რეზიუმე;
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;

ელ.ფოსტა:  info@equator.ge

საკონტაქტო ტელეფონები:  597 93 32 53

საკონტაქტო პირი: კარიერული განვითარების და HR მენეჯერი  - მირანდა თედორაძე

 

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 30 ნოემბერი;

 

 

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge