Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

ცენტრის სიახლეები:

10 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გაფართოებული შეხვედრა

07112015
2015 წლის 7 ნოემბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის გაფართოებული შეხვედრა (ვორქშოფი), რომელსაც ასოციაციის წევრი 35 კოლეჯი ესწრებოდა.შეხვედრაზე მომზადდა ღია წერილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე, საქართველოში უკანონოდ მოქმედი უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების არაავტორიზებული ფილიალების საქმიანობის შესწავლისა და პრობლემის დროულად მოგვარების მოთხოვნით. 

ვრცლად...

18 სექტემბერი, 2015 წელი

სკკა–ს  კონფერენცია ბათუმში

17092015

2015 წლის 17 სექტემბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია ქ ბათუმში „ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი-ში“. კონფერენციში მონაწილეობდა „ლატვიის კოლეჯების ასოციაცია“ და საქართველოს კერძო კოლეჯების წარმომდგენლები. მხარეებმა განიხილეს პროფესიული განათლების მნიშვნელობა, სიახლეები და გამოწვევები საქართველოსა და ლატვიაში. ლატვიელმა კოლეგებმა გაუზიარეს ქართულ მხარეს ევროპული გამოცდილება. კონფერენციის ბოლოს გაფორმა მემორანდუმი ასოციაციებს შორის და ასევე გაფორმდა მემორანდუმები ცალკეულ კოლეჯებსა და „ლატვიის კოლეჯების ასოციაციას“ შორის. შპს „სსსც ეკვატორიდან“ კონფერეციაში მონაწილეობდნენ დირექტორი ამირან მგელაძე და ხარისხის სისტემის მენეჯერი ნესტან ბოლქვაძე.

ვრცლად...

08 სექტემბერი, 2015 წელი


სკკა–ს ტრენინგი მოდულურ პროგრამებთან დაკავშირებით
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარე წლის 05–06 სექტემბერს შპს ხარისხის მართვის საზოგადოებრივ კოლეჯში ასოციაციის წევრი კოლეჯებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე:

ვრცლად...


01.08.2015.


ავტორიზებული პროფესიული კოლეჯი შპს „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“ აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. გემბანის რიგითი მეზღვაური;
2. სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური.
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

ვრცლად...

17 ივლისი, 2015 წელი

კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტის ვიზიტი ბათუმშ

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი ქ-ნი ნინო გომელაური აჭარის რეგიონის წევრ კოლეჯებს ეწვია.

14. 07. 2015 წელი: ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი და საზღვაო სასწავლო ცენტრი "ანრი";
15.07. 2015 წელი: ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA და „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“;
16.07.2015 წელი: ბათუმის სამედიცინო აკადემია.
შეხვედრებმა თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ქალბატონმა ნინომ დაათვალიერა კოლეჯები, გააცნო კოლეგებს ასოციაციის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები და გაეცნო მათ პრობლემებს.
გამგეობის გადაწყვეტილებით მსგავსი ვიზიტები განხორციელდება ასოციაციის ყველა წევრ კოლეჯში.

29 ივნისი, 2015 წელი

სკკა–ს III ფორუმი

 

26 ივნისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მესამე ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ უმასპინძლა. ფორუმს ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კოლეჯების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სკკა-ს პარტნიორები და კოლეგები. დამსწრე საზოგადოებას 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა მაია ჩიხლაძემ წარუდგინა, მან ისაუბრა გასული წლის ერთობლივი მუშაობის შედეგებზე, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. გაიმართა დისკუსია აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე.

ვრცლად...