Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 საკლასიფიკაციო ორგანოს აუდიტი  /07 მარტი, 2018  წელი/

2018 წლის 07 მარტს შპს „რუსული რეგისტრი–ვესტ ჯორჯიას“ აუდიტორთა ჯგუფმა დირექტორის თამაზ თურმანიძის ხელმძღვანელობით ჩაატარა გეგმიური ყოველწლიური საინსპექციო შემოწმება დაწესებულების ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად.

 

ექსპერტებს დროულად მიეწოდათ ყველა საჭირო დოკუმენტი, ინფორმაცია და ჩანაწერი ანალიზისა და სისტემატიზაციისათვის. დაფიქსირდა რამდენიმე უმნიშვნელო შეუსაბამობა და დაკვირვება. მას შემდეგ, რაც ექსპერტების მიერ მომზადდება შეუსაბამობათა აქტები, დაწესებულება შეიმუშავებს მაკორექტირებელი ქმედებების გეგმას და გატარდება ღონისძიებები მათი გონივრულ ვადებში აღმოფხვრისათვის.