Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

13 ივნისი, 2016 წელი

პროფესიული განათლების ფესტივალი

 09062016

მიმდინარე წლის 9 ივნისს, ქუთაისის ოპერის თეატრშისაქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისორგანიზებითა და ქუთაისის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა პროფესიული განათლების ფესტივალი, რომელშიც კერძო კოლეჯების სტუდენტები და მასწავლებლები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის მონაწილეობდა შპს „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს პროფესიული კავშირების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები. ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების კონფერენციას. სტუდენტებმა წარმოადგინეს თემები მათივე პროფესიული სფეროდან, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებლებმა კოლეგებს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა.

ღონისძების ფარგლებში, მონაწილეებმა ქუთაისის მოსახლეობას გააცნეს პროფესიული განათლების როლი, მნიშვნელობა და იმ საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიების სპექტრი, რომელსაც განათლების ეს სეგმენტი სთავაზობს მათ.