Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 

01 თებერვალი, 2016 წელი

საზღვაო მიმართულების პროფესიული სტანდარტების დამტკიცება

01022016

29 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განხილული იქნა პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაციის საკითხი, შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტები და ამ სფეროში წარმოდგენილი ინიციატივები.

 

ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს გემბანის რიგითი მეზღვაურის/მატროსის პროფესიული სტანდარტისა და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის/მოტორისტის პროფესიული სტანდარტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

სხდომას საბჭოს წევრის სტატუსით ესწრებოდა შპს „სსსც ეკვატორის“ ხარისხის სისტემის მენეჯერი ნესტან ბოლქვაძე.