Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 

05.02.2014

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ტრენინგი ავტორიზაციის სტანდარტებთან დაკავშირებით

05.02.2014

2014 წლის 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ავტორიზაციი სტანდარტებთან დაკავშირებით. ტრენინგს უმასპინძლა ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯმა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ასოციაციის 20-ზე მეტმა წევრმა პროფესიულმა სასწავლებელმა, მათ შორის, შპს „სსსც ეკვატორმა“(წარმომადგენელი ხარისხის მენეჯერი/პროფესიული განათლების განყოფილების უფროსი ნესტან ბოლქვაძე)
ტრენინგის მიზანი იყო ავტორიზაციის სტანდარტების გაანალიზება, სიღრმისეული გაგება და მისი დაკმაყოფილებისათვის საგანმანათლებლო ინსტრუმენტების გამოყენება.
სხვადასხვა კომპონენტში პრეზენტაციები წარმოადგინეს ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლებმა-გიორგი ბერაიამ (მატერიალური რესურსი), მამანა მახარაშვილმა (ადამიანური რესურსი და საქმისწარმოება) და კახაბერ ერაძემ (დაწესებულების მისია, მიზნები, ამოცანები და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება).
მონაწილეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტრენინგის მსვლელობაში. გაკეთდა ბევრი სავარჯიშო, დაისვა უამრავი შეკითხვა, რაზეც გაიცა არგუმენტირებული, დასაბუთებული და ამომწურავი პასუხები.
მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში მსგავსი ტრენინგი მოეწყოს პროფესიული მასწავლებლებისთვის, რაზეც კერძო კოლეჯების ასოციაცია იმუშავებს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას.