•  ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

ვაკანსიას მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინსტრუქტორის პოზიციაზე

შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ‘’ეკვატორი’’ აცხადებს ვაკანსიას მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინსტრუქტორის პოზიციაზე

ფუნქციები:

  1. უნდა დაიცვას კოლეჯის შინაგანაწესი, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები/ ვალდებულებები.
  2. უძღვება სალექციო კურსს;
  3. ჩართულია მოდელ კურსის შემუშავების პროცესში;
  4. ჩართულია პრაქტიკულ დავალებათა ჩეკ-ლისტის შემუშავების პროცესში;
  5. ჩართულია ინსტრუქტორთა ურთიერთდასწრების პროცესში;
  6. შეიმუშავებს კალენდარულ გეგმებს;
  7. აწარმოებს ტექნიკური უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და ლაბორატორიულ-ტრენაჟორული მოწყობილობების გამოყენების ინსტრუქტაჟის ჩატარების ჟურნალს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. აკადემიური უმაღლესი განათლება;
  2. შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
  3. სამწლიანი სწავლების გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეს ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი;
  4. გავლილი ჰქონდეს სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადების კურსი და ჰქონდეს კონკრეტული ტიპის სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, თუ საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე;
  5. სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  6. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
  7. სასურველია ინგლისური ენის ცოდან A2 დონეზე.
  8. კონკრეტული კურსის ინსტრუქტორისა და შემფასებლის მიმართ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია ‘’საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ-საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 19 ნოემბრის  05 ბრძანების, მე-2 დანართის  შესაბამისად. აღნიშნული მოთხოვნები ასევე აისახება თითოეული კურსის სილაბუსში.

დამატებითი ინფორმაცია:

აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. CV/რეზიუმე;
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;

ელ.ფოსტა:  info@equator.ge

საკონტაქტო ტელეფონები: 558 27 91 00

საკონტაქტო პირები: კარიერული განვითარების და HR მენეჯერი - თამარ ვანაძე;

საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელი: მირანდა თედორაძე;

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 24 ივნისი;

გისურვებთ წარმატებას!

:) 

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge