•  ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

ვაკანსია HR და სტუდენტთა კარიერული განვითარების მართვის მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქციები:

  1. განსაზღვრავს ახალი კადრების მოზიდვისა და შერჩევის მეთოდებს;
  2. აწარმოებს შინაგანაწესის შესრულების მონიტორინგს;
  3. შეიმუშავებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
  4. პერსონალთან აფორმებს ხელშეკრულებებს და აკონტროლებს ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესრულებას;
  5. კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პერსონალის კონკურსის წესით შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურებს, განსაზღვრავს კონკურსის პირობებისა და შეფასების მეთოდებს;
  6. ამზადებს საკადრო შინაარსის ბრძანებების, ხელშეკრულებების, სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების პროექტებს;
  7. უზრუნველყოფს კოლეჯის თანამშრომლების სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების ჟურნალის წარმოებას და მასზე კონტროლს;
  8. პასუხისმგებელია თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოებასა და ორგანიზაციულ სრულყოფაზე;
  9. ახორციელებს თანამშრომელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას, მის სრულყოფასა და სისტემატიზაციას;
  10. კოლეჯში მეტი მოტივირებული ახალგაზრდის მოზიდვის მიზნით ამზადებს სხვადასხვა ფორმის საპრეზენტაციო მასალებს;
  11. მოიპოვებს შესაბამის უფლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებთან აწყობს პერიოდულ პრეზენტაციებს კოლეჯის მოდულური პროფესიული პროგრამების სწავლების სპეციფიკის და დასაქმების პერსპექტივების თაობაზე;
  12. დახმარებას უწევს პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების საკითხებში;
  13. ქმნის ბაზას დასაქმებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შესახებ;
  14. მოიძიებს დამსაქმებელ ორგანიზაციებს და მართავს მოლაპარაკებებს სტუდენტთა დასაქმების მიზნით;
  15. ასრულებს კოლეჯის დირექტორის სხვა დავალებებს.

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
  2. ქართულ ენაზე  გამართულად  წერისა და მეტყველების უნარი;
  3. საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
  4. გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარი;
  5. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია

აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. CV/რეზიუმე;

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;

ელ.ფოსტა:  info@equator.ge

საკონტაქტო ტელეფონები:  579 26 43 43

საკონტაქტო პირი: საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელი  - მირანდა თედორაძე

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 12 ივნისი;

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge