•  ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდა!

?საბუთების წარმოდგენის ვადა - 2 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით;
? წარმოსადგენი დოკუმენტები:

✅პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;

✅ პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, ასევე მისი კანონიერი წარმომადგენლის პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი);

✅საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე (დედნის წარმოდგენით);

✅2 ფოტო 3x4;

✅სამედიცინო ცნობა საზღვაო ფლოტის გემების მცურავ შემადგენლობაში ვარგისიანობის დასადგენად (ფორმა №100). სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს საქართველოს საზღვაო სამედიცინო ცენტრში;

✅17 წელს მიღწეული პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არექვემდებარება) წვევამდელის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დედნის წარმოდგენით), ხოლო პირის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შემთხვევაში -სამხედრო ბილეთის ასლი (დედნის წარმოდგენით).

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge