ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს საინსპექციო აუდიტი
2022 წლის 6 მაისს, საზღვაო, სასწავლო, საწვრთნელ ცენტრ ეკვატორში ჩატარდა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს საინსპექციო აუდიტი.
აღსანიშნავია, რომ სსსც ეკვატორმა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს პირველად 2012 წელს უმასპინძლა.
მიმდინარე აუდიტს დაწესებულება სრულად მომზადებული შეხვდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო ჯგუფში ჩართული იყო ეკვატორის პერსონალი და ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მზადება.
სსსც ეკვატორი მუდმივად ახდენს დაწესებულების ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება - გაუმჯობესებას, სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, ინსტრუქტორ-მასწავლებელთა მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლებას.
ევროპის საზღვაო უსაფრთხოების აუდიტი მნიშვნელოვანი იყო იმდენად,რამდენადაც შეფასდა მეზღვაურთა განათლებისა და სერთიფიცირების მიმართლებით გატარებული ღონისძიებები.
ჩვენს კატალოგში ძიების ჩატარებით თქვენ საშუალება გეძლევათ ნახოთ თუ რა სახის ბიბლიოგრაფიული მონაცემები არის ჩვენს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის დებულება სარგებლობის წესი