•  ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

კატალოგი 2024

საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი

2024 წლის საგაზაფხულო, საშემოდგომო მიღება

 

კოლეჯის მისიაა საზოგადოებას შევთავაზოთ:

-მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული და თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე განხორციელებული საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მოამზადებენ შრომის შიდა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციების მქონე, კონკურენტუნარიან მეზღვაურებს; –სოციალური ინკლუზიის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშემწყობი გარემო;

ჩვენი ხედვაა

შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ კოლეჯის, როგორც საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროში ერთერთი წარმატებული, კონკურენტუნარიანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეპუტაცია.

ღირებულებები


კოლეჯის უნიკალურ გამოცდილებას განსაზღვრავს ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება გუნდური მუშაობის, ეთიკური და პასუხისმგებლიანი ქცევის, განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვისა და პროფესიონალიზმის, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების დარგისადმი ერთგულების პრინციპებს. მისიის უზრუნველსაყოფად კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ სტუდენტებთან, მსმენელებთან, პერსონალთან, დამსაქმებლებთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ წრეებთან.

კოლეჯის მოკლე ისტორია

შპს ,,საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“ დაარსდა 2009 წელს;

2010 წლიდან ცენტრში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2015 შესაბამისად და მას გააჩნია ISO–სა და ასევე IQnet – ის სერტიფიკატები;

2019 წელს შპს ,,საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრმა ეკვატორმა“ მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი ავტორიზაციის გზით. კოლეჯი წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას; კოლეჯი საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გარდა ახორციელებს მოქმედი მეზღვაურების გადამზადებასა და სერტიფიცირებას; პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხდება დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შასაბამისობის რეგულარული შემოწმება საერთაშორისო ნორმებთან მიმართებაში. შემოწმებაში ჩართულია როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაცია და უწყება, მაგალითად საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე 5 წელიწადში ერთხელ საქართველოს საზღვაო საწვრთნელი დაწესებულებები გადიან ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტს, სადაც მოწმდება სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საწვრთნელი გარემო.

2018 წელს კოლეჯმა 5 წლიანი ვადით კვლავ მოიპოვა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მორიგი აღიარება;

,,სსსც ეკვატორი“ შედის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის შემადგენლობაში;

შპს ,,სსსც ეკვატორში“ ასწავლიან საზღვაო დარგის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სწავლების პროცესი აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური რესურსი აკმაყოფილებს არა მარტო პროგრამებით დადგენილ პირობებს, არამედ საზღვაო სფეროში არსებულ საერთაშორისო კონვენციებით და სტანდარტებით განსაზღვრულ საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მისამართი:     ქ.ბათუმი, შავშეთის ქ. N 33
  • ელ. ფოსტა: Info@equator.ge   contact.equator1@gmail.com
  • ტელ: 0422 22 43 43;  579 26 43 43
  • ვებ-გვერდი: www.equator.ge
  • FB – ‘’საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი’’;

გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში / Basic Vocational Qualification in Ship Deck Operation.

 

სწავლის ხანგრძლივობა

61 კვირა (15 თვე)

ზოგადი მოდულები (6 მოდული) - 17 კრედიტის მოცულობით;

პროფესიული მოდულები (9 მოდული) - 75 კრედიტის მოცულობით.

ზოგადი მოდულები

პროფესიული მოდულები

  • ინფორმაციული წიგნიერება
  • ინტერპერსონალური კომუნიკაცია
  • მეწარმეობა 1;
  • რაოდენობრივი წიგნიერება;
  • სამოქალაქო განათლება;
  • უცხოური ენა
  • გაცნობითი პრაქტიკა
  • გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • გემის ტექნიკური მომსახურება
  • ნავიგაცია დამხმარე დონეზე
  • სამღებრო საქმე გემზე
  • სატვირთო ოპერაციებში მონაწილეობა
  • საზღვაო გზების გეოგრაფია
  • სპეციალური ინგლისური
  • საწარმოო პრაქტიკა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

  • საბაზო განათლება
  • ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა ასი);

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფერო კონკურენტუნარიანი კადრებით, კერძოდ, უზრუნველყოს გემბანის რიგითი მეზღვაურის მომზადება.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

პროგრამის დასრულების შემდეგ, გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი დანართით და პრაქტიკის გავლის ცნობა.

საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, მეზღვაურის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და აღიარებული ნაოსნობის სტაჟის არსებობის საფუძველზე, სამუშაო ლიცენზიის მიღების შემდეგ შეუძლია დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის, თევზსაჭერ და სხვა დანიშნულების გემებზე გემბანის რიგითი მეზღვაურის პოზიციაზე, ასევე, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში.

მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია:

1.  გემბანის მოწყობილობებისა და მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაციაში მონაწილეობა

2.  უსაფრთხო სანავიგაციო ვახტაში მონაწილეობა

3.  გემის საჭეს მართვა

4.  გემმისაბმელ და საღუზე ოპერაციებში მონაწილეობა

5.  გემზე არსებული სათავსების მოვლა-დასუფთავება

6.  გემბანის მექანიზმების პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა

7.  სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება

8.  გემზე სატვირთო ოპერაციებში მონაწილეობა

9.  გემზე სამღებრო სამუშაოების შესრულება

10. გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაციის მინიჭება

პროფესიულმა სტუდენტმა კვალიფიკაციის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს ყველა ზოგადი და პროფესიული სავალდებულო მოდულით გათვალისწინებული კრედიტი, მიიღოს მონაწილეობა შუალედურ შეფასებაში და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციაში / Basic Vocational Qualification in Ship Engine Room Operation.

 

სწავლის ხანგრძლივობა

61 კვირა (15 თვე)

ზოგადი მოდულები (6 მოდული) - 17 კრედიტის მოცულობით;

პროფესიული მოდულები (7 მოდული) - 71 კრედიტის მოცულობით.

ზოგადი მოდულები

პროფესიული მოდულები

  • ინფორმაციული წიგნიერება
  • ინტერპერსონალური კომუნიკაცია
  • მეწარმეობა 1;
  • რაოდენობრივი წიგნიერება;
  • სამოქალაქო განათლება;
  • უცხოური ენა
  • გაცნობითი პრაქტიკა
  • გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • მექანიზმების ტექნიკური მომსახურება
  • გემის სამანქანე დანადგარების ექსპლუატაცია დამხმარე დონეზე
  • სამუშაო გარემოს და მარაგების მართვა
  • სპეციალური ინგლისური
  • საწარმოო პრაქტიკა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

  • საბაზო განათლება
  • ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა ასი);

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფერო კონკურენტუნარიანი კადრებით, კერძოდ, უზრუნველყოს გემბანის რიგითი მეზღვაურის მომზადება.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

პროგრამის დასრულების შემდეგ, გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი დანართით და პრაქტიკის გავლის ცნობა.

საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, მეზღვაურის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და აღიარებული ნაოსნობის სტაჟის არსებობის საფუძველზე, სამუშაო ლიცენზიის მიღების შემდეგ შეუძლია დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის, თევზსაჭერ და სხვა დანიშნულების გემებზე გემბანის რიგითი მეზღვაურის პოზიციაზე, ასევე, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში.

მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. სამანქანე განყოფილების  ქვაბების, მექანიზმების, დანადგარების სისტემების ტექნიკური მომსახურება
  2. სამანქანე განყოფილების მექნიზმების რემონტი - შეკეთება
  3. სამანქანე განყოფილების ვახტის წარმოება
  4. სამღებრო სამუშაოების შესრულება
  5. საწვავის მიღებისა და გადატუმბვის ოპერაციებში მონაწილეობა
  6. ლიალურ და ბალასტურ წყლებთან დაკავშირებულ ოპერაციებში მონაწილეობა
  7. სამუშაო გარემოსა და მარაგების მართვა
  8. გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაციის მინიჭება

პროფესიულმა სტუდენტმა კვალიფიკაციის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს ყველა ზოგადი და პროფესიული სავალდებულო მოდულით გათვალისწინებული კრედიტი, მიიღოს მონაწილეობა შუალედურ შეფასებაში და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.

პროფესიული სტუდენტების შეფასების სისტემა

სტუდენტის შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

            განმავითარებელი შეფასება საკონტაქტო საათის აქტივობათა განუყოფელი ნაწილია,რომელიც აკონტროლებს პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას და მისი მიზანია პროფესიული სტუდენტის დახმარება უკუკავშირის მიწოდების გზით.

            განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების მიზნით და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

                    ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;                         ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

კოლეჯის პარტნიორები / პრაქტიკის მიმღები ორგანიზაციები

  • შპს„ბათუმის საზღვაო ნავსადგური”
  • შპს ლმნტ;
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;

  უქმე დღეები

 

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge