შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ‘’ეკვატორი’’ აცხადებს ვაკანსიას მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინსტრუქტორის პოზიციაზე
ფუნქციები:
- უნდა დაიცვას კოლეჯის შინაგანაწესი, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები/ ვალდებულებები.
- უძღვება სალექციო კურსს;
- ჩართულია მოდელ კურსის შემუშავების პროცესში;
- ჩართულია პრაქტიკულ დავალებათა ჩეკ-ლისტის შემუშავების პროცესში;
- ჩართულია ინსტრუქტორთა ურთიერთდასწრების პროცესში;
- შეიმუშავებს კალენდარულ გეგმებს;
- აწარმოებს ტექნიკური უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და ლაბორატორიულ-ტრენაჟორული მოწყობილობების გამოყენების ინსტრუქტაჟის ჩატარების ჟურნალს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აკადემიური უმაღლესი განათლება;
- შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- სამწლიანი სწავლების გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეს ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი;
- გავლილი ჰქონდეს სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადების კურსი და ჰქონდეს კონკრეტული ტიპის სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, თუ საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდან A2 დონეზე.
- კონკრეტული კურსის ინსტრუქტორისა და შემფასებლის მიმართ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია ‘’საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ-საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 19 ნოემბრის 05 ბრძანების, მე-2 დანართის შესაბამისად. აღნიშნული მოთხოვნები ასევე აისახება თითოეული კურსის სილაბუსში.
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV/რეზიუმე;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;
ელ.ფოსტა: info@equator.ge
საკონტაქტო ტელეფონები: 558 27 91 00
საკონტაქტო პირები: კარიერული განვითარების და HR მენეჯერი - თამარ ვანაძე;
საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელი: მირანდა თედორაძე;
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 24 ივნისი;
გისურვებთ წარმატებას!
:)