•  ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

ვაკანსია IT მენეჯერის პოზიციაზე

შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ‘’ეკვატორი’’ აცხადებს ვაკანსიას  IT მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქციები:

ა) ახორციელებს კოლეჯის კომპიუტერული ქსელის მართვას და ადმინისტრირებას;

ბ)უზრუნველყოფს კოლეჯის კომპიუტერული პარკის (სასწავლო გარემოები, ადმინისტრაცია) გამართულ ტექნიკურ მუშაობას და პროგრამულ უზრუნველყოფას;

გ) პასუხისმგებელია კომპიუტერული ტექნიკის სიახლეებით კოლეჯის უზრუნველყოფაზე;

დ) საჭიროების მიხედვით ამატებს ინფორმაციას კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და  მარაგნაწილების მდგომარეობის შესახებ;

ე) ქმნის დოკუმენტს კომპიუტერების ან მათი  მარაგნაწილების განახლების თაობაზე;

ვ) ტექნიკურ ზედამხედველობას და ადმინისტრირებას უწევს კოლეჯის საინფორმაციო სოციალური ქსელების განვითარებას (ვებ-გვერდი, ფეისბუქი);

ზ) ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე;

თ) ასრულებს კოლეჯის დირექტორის სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული განათლება IT მიმართულებით;
  2. მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
  3. სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  4. დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
  5. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
  6. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე.

დამატებითი ინფორმაცია:

აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. CV/რეზიუმე;
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;

ელ.ფოსტა:  info@equator.ge

საკონტაქტო ტელეფონები: 558 27 91 00

საკონტაქტო პირი: კარიერული განვითარების და HR მენეჯერი - თამარ ვანაძე

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 10 მარტი;

გისურვებთ წარმატებას!

:) 

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge