საწვრთნელმა ცენტრმა ეკვატორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელმა ცენტრმა ეკვატორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდთან IFES Georgia.
დოკუმენტი მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსის ლექტორების პროფესიულ ზრდას, სტუდენტების სამოქალაქო კომპეტენციების ამაღლებას და მათ ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
IFES-მა პროფესიულ კოლეჯს საჩუქრად გადასცა მის მიერ შემუშავებული სამოქალაქო განათლების კურსის მასწავლებლის გზამკვლევი და სტუდენტის სახელმძღვანელო, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში კოლეჯის პედაგოგები გადაამზადა სამოქალაქო განათლების მოდულის ეფექტიან სწავლებაში.
მხარეები შეთანხმდნენ და დაგეგმეს სტუდენტთა მხარდამჭერი, სამომავლო, ღონისძიებები.
ჩვენს კატალოგში ძიების ჩატარებით თქვენ საშუალება გეძლევათ ნახოთ თუ რა სახის ბიბლიოგრაფიული მონაცემები არის ჩვენს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის დებულება სარგებლობის წესი