2021 წლის 18 აგვისტოს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი “ეკვატორის” ინსტრუქტორ-მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი დარგის სიახლეების გაზიარებისთვის.
ტრენინგზე განიხილეს სწავლების სპეციფიკა, თუ როგორ უნდა მიეწოდოს მსმენელს/სტუდენტს ინფორმაცია და სასწავლო მასალა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტანკერის სატვირთო სისტემები და ოპერაციები; ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერების სპეციფიკური მახასიათებლები და ა.შ.
ტრენინგს უძღვებოდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის დეკანი, A კატეგორიის პროფესორი და კაპიტანი, ალექსანდრე ცეცხლაძე.