Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

ისტორია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“ დაარსდა 2009 წელს. დაწესებულებას გააჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 11 აგვისტოს №299 ბრძანების შესაბამისად გაცემული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ასევე სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სათანადო აღიარება ძირითად საქმიანობასთან–მეზღვაურების მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებით. 2010 წლიდან ცენტრში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2008 შესაბამისად და მას გააჩნია ISO–სა და ასევე IQnet – ის სერტიფიკატები. 2013 წლის 11 მარტს ცენტრმა წარმატებით გაიარა სარესერტიფიკაციო აუდიტი, რომლის შედეგად მან მეორე ვადით (სამი წლით) მოიპოვა აღნიშნული შესაბამისობის სერტიფიკატები.
2012 წლის ოქტომბერში შპს „სსსც ეკვატორმა“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო ინდუსტრიის სხვა დაწესებულებებთან ერთად გაიარა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტი საერთაშორისო კონვენციის– STCW– მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. შედეგად, უკვე 2013 წლის ნოემბერში ქართველმა მეღვაურებმა საბოლოოდ მოიპოვეს კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული მეზღვაურთა განათლების სისტემა სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ქართველ მეზღვაურებს მიეცათ უფლება და შესაძლებლობა დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.
შპს ,,სსსც ეკვატორი“ შედის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის შემადგენლობაში ასოცირებული წევრის სტატუსით.
სტრუქტურული ერთეულები:
1. პროფესიული განათლების განყოფილება, რომელიც ახორციელებს III საფეხურის შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს: 1. გემბანის რიგითი მეზღვაური და 2. სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური. სწავლის ხანგრძლივობა – 1 სასწავლო წელი.
2. საწვრთნელი ცენტრი
ცენტრი გთავაზობთ მოქმედი ქართველი და უცხოელი მეზღვაურების გადამზადებასა და სერტიფიცირებას, ცენტრში ასევე ფუნქციონირებს გადამზადების კურსები იმ მეზღვაურთათვის, ვინც 5 წელი და უფრო მეტი დროის მანძილზე ჩამოცილებული იყო საზღვაო საქმიანობას.
იმ მოდელ–კურსებისა და არაკონვენციური კურსების ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს საწვრთნელი ცენტრი, იხილეთ ბმულზე:
http://www.equator.ge/index.php/ge/2013-03-10-13-13-50/2013-03-10-13-14-53
ინსტრუქტორ–მასწავლებლები:
შპს ,,სსსც ეკვატორში“ ლექციებს ატარებენ საზღვაო დარგის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სწავლების პროცესი აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
სასწავლებელს მჭიდრო კონტაქტები აქვს საკრუინგო კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება წარჩინებული სტუდენტების დასაქმების თაობაზე.
ჩვენი მიზანია მაღალკვალიფიციური საზღვაო სპეციალისტების მომზადება და დასაქმება.