Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

10 ივნისი, 2016  წელი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აუდიტი

 sazgvaotransportissaagento

2016 წლის 31 მაისს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ჩაატარა გეგმიური შუალედური აუდიტი, რომლის დროსაც წინასწარ მოწოდებული დღის განრიგის მიხედვით შემოწმდა 2015 წლის აუდიტის მაკორექტირებელი ქმედებები, აღიარებული სასწავლო პროგრამები, ხარისხის დოკუმენტაცია, ბიბლიოთეკა, მატერიალურ–ტექნიკური აღჭურვილობა, სასწავლო კურსების დამთავრების ტესტის შედეგები. ცენტრს უკვე გადმოეგზავნა აუდიტის ანგარიში, სადაც დაფიქსირებულია რამოდენიმე უმნიშვნელო ნაკლოვანება და რეკომენდაცია. დაწესებულებაში უმოკლეს ვადაში შემუშავებული იქნება მაკორექტირებელი გეგმა და ყველა შენიშვნა აღმოიფხვრება გონივრულ ვადებში.