Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

25 თებერვალი, 2016 წელი

შეხვედრა დასანერგი მოდულური პროგრამების ნუსხის გასაცნობად

22 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელელებელ სსიპ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე კერძო უსდ-ებთან და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ დაწესებულებების დირექტორები, ხარისხის მართვის მენეჯერები და სასწავლო პროცესის მართვის ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე განიხილეს ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების შესახებ და მოდულური პროგრამების დანერგვის ახალ ეტაპთან დაკავშირებული საკითხები.

საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საინტერესო კითხვებს სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრისა და პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

შპს „სსსც ეკვატორიდან“ შეხვედრას ესწრებოდა ხარისხის სისტემის მენეჯერი ნესტან ბოლქვაძე.