Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 

10.03.2015

საკლასიფიკაციო ორგანოს აუდიტი

Registry

2015 წლის 05 მარტს შპს „რუსული რეგისტრი–ვესტჯორჯიას“ აუდიტორთა ჯგუფმა დირექტორის თამაზ თურმანიძის ხელმძღვანელობით ჩაატარა გეგმიური ყოველწლიური საინსპექციო შემოწმება დაწესებულების ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად. ექსპერტებს დროულად მიეწოდათ ყველა საჭირო დოკუმენტი, ინფორმაცია და ჩანაწერი ანალიზისა და სისტემატიზაციისათვის. დაფიქსირდა რამოდენიმე უმნიშვნელო შეუსაბამობა და დაკვირვება. მას შემდეგ, რაც ექსპერტების მიერ მომზადდება შეუსაბამობათა აქტები, დაწესებულება შეიმუშავებს მაკორექტირებელი ქმედებების გეგმას და გატარდება ღონისძიებები მათი გონივრულ ვადებში აღმოფხვრისათვის.