Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 

01.09.2014

შპს „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“ აცხადებს მიღებას

01.09.2014

ავტორიზებული პროფესიული კოლეჯი შპს „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“ აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. გემბანის რიგითი მეზღვაური;
2. სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური.
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

საბუთები მიიღება 2014 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 11.00. სთ-დან 16.00. სთ-მდე.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვის საფუძველზე.
ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. პირადი განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. საბაზო ან სრული საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
4. 4 ცალი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3 X 4;
5. სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა).
მის: ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №29
ტელ: 0 422 22 16 16; მობ: 592 96 11 96
e-mail: Этот адрес электронной почты защищен от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.