Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 

01.07.2014

საქართველოს საზღვაო დროშამ შავი სიიდან ნაცრისფერ სიაში გადაინაცვლა!

ekonomikis

საქართველოს საზღვაო სფეროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი განხორციელდა. 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი გამოცხადდა ღია რეესტრად, საქართველოს საზღვაო დროშა ირიცხებოდა პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის შავ სიაში.
2014 წლის 1 ივლისს პირველად საქართველოს ისტორიაში სსიპ “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგად საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშამ შავი სიიდან ოფიციალურად გადაინაცვლა ნაცრისფერ სიაში.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: http://mta.gov.ge/geo/news?info=415