Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 

15.03.2013

სარესერტიფიკაციო აუდიტი
Registry

2013 წლის 11 მარტს შპს ,,რუსული რეგისტრი - ვესტჯორჯიას’’ ექსპერტებმა (თ. თურმანიძე, რ. ხაჩატურიანი) შესაბამისობის სერტიფიკატის ვადის გასვლასთან დაკავშირებით შპს „სსსც ეკვატორში “ ჩაატარეს სარესერტიფიკაციო აუდიტი დაწესებულების ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.
შესწავლისა და დამუშავების მიზნით ექსპერტებს დროულად მიეწოდათ მოთხოვნილი ინფორმაცია. დაფიქსირდა რამოდენიმე უმნიშვნელო შეუსაბამობა. მას შემდეგ, რაც ექსპერტების მიერ მომზადდება შეუსაბამობათა აქტები, დაწესებულება შეიმუშავებს მაკორექტირებელი ქმედებების გეგმას და გატარდება ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.