❗️ აპლიკანტთა საყურადღებოდ ❗️
დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ აპლიკანტთა განცხადებებისა და საბუთების მიღება.
აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
✅პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;
✅პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, ასევე მისი კანონიერი წარმომადგენლის პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი);
✅ნოტარიულად დამოწმებული საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
✅2 ფოტო 3x4;
✅სამედიცინო ცნობა (ფორმა 100). სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს საქართველოს საზღვაო სამედიცინო კლინიკაში;
საბუთების მიღების ბოლო ვადა - 10 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებებს!